განცხადებები

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. რუსთავში შპს "ელბა ექსპორტის" კირის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება

  • 2021-11-02

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. რუსთავში შპს "ელბა ექსპორტის" კირის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: კირის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს "ელბა ექსპორტი";

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

2021 წლის 10 ნოემბერი 15:00 საათი, რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

სკოპინგის განცხადება

სკოპინგის ანგარიში