განცხადებები

რუსთავში „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი“ შენდება

  • 2021-11-18
Image

რუსთავში 150 ბენეფიციარზე გათვლილი „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი“ შენდება.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერის მოადგილე დავით იშხნელი, საკრებულოს დეპუტატი გრიგოლ ვეფხვაძე, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები გაეცნენ.
„აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრის“ მშენებლობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურსა და რუსთავის მერიას შორის ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე მიმდინარეობს.
პროექტის ღირებულება 779 750 ამერიკული დოლარია და მისი დასრულების შემდეგ, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებს, სარეაბილიტაციო სერვისის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, რუსთავის მუნიციპალიტეტი სოციალურ პროგრამასაც ახორციელებს.
პროგრამა ბენეფიციარების შემეცნებითი, თვითმოვლის, მოტორული, სოციალური განვითარების და კომუნიკაციური უნარების განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.