განცხადებები

საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ მორიგი სხდომა გამართა

  • 2021-11-25
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულოს, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ, კომისიის თავმჯდომარის გოჩა ჯანგიძის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა.
სხდომის ფარგლებში, კომისიის წევრებმა 21-ე მიკრორაიონში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
კომისიის სხდომაზე ასევე, განიხილეს ლომოურის ქუჩაზე, შ.პ.ს. „კურა ქონსთრაქშენ“-თვის, მშენებლობის განხორციელების მიზნით, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარღვევის გამოსწორების ვადის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის საკითხი.
სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები, რომელიც მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ნინო სოსელიამ წარადგინა, კომისიის გადაწყვეტილებით, შემდგომი განხილვისთვის, საკრებულოს ბიუროს გადაეცა.