განცხადებები

საკრებულოს წევრის, ამირან ჯანჯღავას ინიციატივით, რუსთავში, სამ ლოკაციაზე საფოსტო ყუთი - "შენი ხმა ქალაქს" განთავსდა

  • 2021-12-29
Image

„დღეს ჩემს კოლეგასთან, ლელა ლუარსაბიშვილთან ერთად კოსტავას ქუჩაზე განთავსებული საფოსტო ყუთი გავხსენი და მასში არსებულ წერილებს გავეცანით. აღსანიშნავია, რომ საფოსტო ყუთები ყოველი თვის ბოლოს გაიხსნება და თითოეული მოქალაქის ინიციატივა თუ პროექტის იდეა, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის სამსახურებს გაეგზავნება“- განაცხადა ამირან ჯანჯღავამ.
რუსთავის საკრებულოს წევრის ამირან ჯანჯღავას ინიციატივით, რუსთავში 3 ლოკაციაზე, საფოსტო ყუთი - "შენი ხმა ქალაქს" განთავსდა.
ინიციატივის ფარგლებში, თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება მერია/საკრებულოში მისვლის გარეშე, საკუთარი პოზიცია ან იდეა დააფიქსიროს წერილობითი სახით და ხმა მიაწვდინოს ქალაქის ხელმძღვანელობას.
ინიციატივა დაფინანსებულია პროექტის "ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკაში ახალგაზრდების წარმომადგენლობის გაძლიერება, მათი კომპეტენციებისა და ჩართულობის მექანიზმების განვითარების გზით" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის (ISCR) და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD)ორგანიზებით.